weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ასჯერ გავაკეთებდი იგივეს, ათიათასჯერ – ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე

22:59 პარასკევი, 28 ივნისი 2019

აქციის მონაწილეებს დავუსვი შეკითხვა - რას ფიქრობთ? მე პოლიტიკოსი ვარ და მოწოდება კი არ გავაკეთე, ვკითხე, ჩემი მოსაზრება გამოვთქვი და ერთხმად იყო ყიჟინა. 95%-მა ხელი აწია, რომ ეს უნდა გავაკეთოთო. მე არ მომიწოდებია, ახლა უნდა მოვტრიალდეთ და პარლამენტი შტურმით ავიღოთ-მეთქი, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქციის მონაწილეებისადმი მოწოდება პარლამენტის ეზოში თუ შენობაში შესვლის შესახებ, იყო თუ არა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ნიკა მელიამ უპასუხა, რომ ასჯერ რომ დაბრუნდეს 20 ივნისის ღამეს, ასჯერვე იმავე განცხადებას გააკეთებდა.

„თითოეულ მოქალაქეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, პოლიტიკოსს. მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს და რომ გადავახვიოთ და 20 ივნისს აღმოვჩნდეთ, მთელი დღის პერიპეტიების შემდეგ, რასაც მე თვალს ვადევნებდი და ვისმენდი ხელისუფლების მხრიდან, უბრალოდ, სხვა განცხადებას არც გავაკეთებდი.

წარმოუდგენელი მოღალატეობრივი აქტი იქნა ჩადენილი. ფაქტია, რომ აგრესორი ოკუპანტი, ძალიან ცნობილი მტერი ქართული სახელმწიფოებრიობისა, აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ერთი საათით ადრე, სანამ ამ განცხადებას გავაკეთებდი, გამოვიდა კობახიძე და პროტოკოლის სამსახურს დააბრალა, პრაქტიკულად. ამიტომ აუცილებლად ჩავთვალე გამეკეთებინა ის განცხადება, რაც გავაკეთე.

ის ჩემთვის პარლამენტის შენობა აღარ იყო, ხალხო.

აქციის სულისკვეთება იყო, რომ ღირსეული პასუხი მაინც უნდა მიეღო ხელისუფლების მხრიდან. დიახაც, დიდი-დიდი, ისინი აპირებდნენ, ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რაც განაცხადეს. კობახიძის გადაყენებასაც არ აპირებდნენ. ასჯერ რომ მომიწიოს, ასჯერვე გავაკეთებდი იგივეს, იმიტომ, რომ ის ჩემთვის პარლამენტის შენობა აღარ იყო, შეილახა ღირსება, ყველა ღირსებააყრილი ვიდექით იქ... გასაგებად ვამბობ, ათასჯერ გავაკეთებდი იგივეს - ათიათასჯერ, ასიათასჯერ და მილიონჯერ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და დამატებითი ვალდებულებები დააკისრა. პროკურატურა წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

მანამდე, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი პარლამენტმა შეუჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]